მაშველებმა ყაზბეგში ლიეტუვის მოქალაქე გადაარჩინეს

უბედური შემთხვევა ყაზბეგში – ლიეტუვას მოქალაქე 4000 მეტრის სიმაღლიდან ყინულის ნაპრალში ჩავარდა. დაშავებული ტურისტი ნაპრალიდან მაშველებმა ამოიყვანეს.

სამაშველო ოპერაციაში ჩართული იყო შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენი. ტურისტი თბილისში, ღუდუშაურის კლინიკაში გადაიყვანეს. ამ დროისთვის ლიეტუვის მოქალაქეს შესაბამისი მკურნალობა უტარდება.

53 წლის მამაკაცი მყინვარწვერზე მყოფ ტურისტთა ჯგუფის ერთ-ერთი წევრია.

banner
წინა სტატიაშიშსს კურსდამთავრებულებს ვაკანსიებს და სტაჟირებას სთავაზობს – “სტუდენტებს გვაქვს შესაძლებლობა, რომ გავხდეთ სტაჟიორები, შემდეგ დავსაქმდეთ აქ და ვემსახუროთ ჩვენს ქვეყანას“
შემდეგი სტატიახმაური იუსტიციის საბჭოს სხდომაზე – არამოსამართლე წევრები ილონა თოდუას დაუპირისპირდნენ