მაშველებმა ჩამონგრეული კორპუსიდან ახალშობილი გამოიყვანეს

ბათუმში, მაშველებმა ჩამონგრეული კორპუსიდან კიდევ ერთი ბავშვი – ახალშობილი გამოიყვანეს. ბავშვი ამ დროისთვის კლინიკაშია გადაყვანილი.

ამ დროისთვის გრძელდება ნანგრევებში მოყოლილი პირების სამძებრო სამუშაოები. პარალელურად სამაშველო ბრიგადები შენობის დანარჩენი ნაწილიდან მოქალაქეების ევაკუკაციასაც ახორციელებენ.

ადგილზე მივიდა აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე. ის ადგილზე შექმნილ სიტუაციას პირადად ეცნობა.

banner
წინა სტატიაშინანგრევებიდან ისმის ხმა! ადამიანები შველას ითხოვენ – ახალი დეტალები
შემდეგი სტატიაბათუმის მერია – კორპუსი, რომლის ერთი სადარბაზოც ჩამოინგრა, საცხოვრებლად ვარგისი იყო