მაშველებმა ბორჯომ-ხარაგაულის ტყე-პარკში დაკარგული ტურისტები იპოვეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს მაშველებმა ბორჯომ-ხარაგაულის ტყე-პარკის ალპურ ზონაში დაკარგული ტურისტები იპოვეს.

შსს-ს გადაუდებელი დახმარების ოპერატიული მართვის ცენტრ „112“-ში შევიდა შეტყობინება, რომ ბორჯომ-ხარაგაულის ტყე-პარკის ალპურ ზონაში 10 ტურისტი უამინდობის გამო გზის გაგრძელებას ვერ ახერხებდა. ტურისტები დახმარებას ითხოვდნენ.

შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს ხარაგაულის სახანძრო-სამაშველო განყოფილების მაშველთა ჯგუფი სამძებრო-სამაშველო ღონისძიებაში დაუყოვნებლივ ჩაერთო. 20 კილომეტრამდე გზის მონაკვეთის ფეხით გავლის შემდეგ მაშველებმა უცხოელი ტურისტები იპოვეს და უსაფრთხო ადგილზე გადაიყვანეს.

banner
წინა სტატიაშიირაღის და ნარკოტიკის უკანონოდ შენახვისთვის ერთი პირი დააკავეს
შემდეგი სტატიამიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე რომის პაპი წმინდა წირვას აღავლენს