მაშველების მიერ მტკვრიდან ამოყვანილი ბავშვი გარდაიცვალა

საგანგებო სიტუაციათა მართვის სამსახურის ინფორმაციით, მაშველებმა მტკვრიდან ორი ბავშვი ამოიყვანეს, აქედან ერთი უგონო მდგომარეობაში იყო და ადგილზე უტარდებოდა გულ-ფილტვის რეანიმაცია. თუმცა, მოზარდის გადარჩენა ვერ მოხერხდება და ის ადგილზე გარდაიცვალა.

მეორე არასრულწლოვანი სააავადმყოფოშია გადაყვანილი.

„საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ “112”-ში შემოვიდა ინფორმაცია, რომ ქვემო ფონიჭალაში, მდინარე მტკვარში არასრულწლოვნები იმყოფებოდნენ და დაუყონებლივ სჭირდებოდათ მაშველების დახმარება.

მაშველებმა მყისიერად დაიწყეს სამაშველო-საძიებო ოპერაცია როგორც წყალში, ასევე, მდინარის სანაპირო ზოლზე. სამაშველო ოპერაციის შედეგად, მაშველებმა წყლიდან ამოიყვანეს უგონო მდგომარეობაში მყოფი არასრულწლოვანი, რომელსაც სასწრაფო სამედიცინო დახმარების ექიმებმა და მაშველებმა ადგილზე ჩაუტარეს გულ-ფილტვის რეანიმაცია, თუმცა, სამედიცინო დახმარების მიუხედავად, ვერ მოხერხდა მოზარდის გადარჩენა და დაფიქსირდა გარდაცვალების ფაქტი“, – ნათქვამია განცხადებაში.

banner
წინა სტატიაშიგარყვნილ ქმედებასა და ცივი იარაღის ტარებაში ბრალდებულს 17 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
შემდეგი სტატია„საერთოდ გასაკვირია, რომ გახარია ასეთი სითამამით საუბრობს 20 ივნისთან დაკავშირებით”