მაშველები ბათუმში ზღვაში გაუჩინარებულ ახალგაზრდას ეძებენ

ბათუმში, რესტორან „სან რემოსთან“, ზღვაში 28 წლის მამაკაცი დაიკარგა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს პრესსამსახურში აცხადებენ, შეტყობინება დაკარგულის შესახებ გუშინ, საღამოს 22:05 საათზე შევიდა.

დაკარგულ ახალგაზრდას სამაშველო ბრიგადები შეტყობინების მიღებიდან ამ დრომდე უშედეგოდ ეძებენ.

ადგილობრივების თქმით, დაკარგული ზღვაზე საღამოს ბავშვებთან და ახლობლებთან ერთად გავიდა, რამდენიმე წუთის შემდეგ კი წყალში გაუჩინარდა.

დაკარგულის ახლობლების განმარტებით, მან ცურვა არ იცოდა.

banner
წინა სტატიაშიირაკლი კობახიძე : ჩნდება ეჭვები, რომ გიორგი პაპუაშვილს სასურველი გადაწყვეტილების მისაღებად უმრავლესობა არ აქვს და ამიტომ არ ტარდება პლენუმის სხდომა
შემდეგი სტატიაუვადოდ მსჯავრდებულებმა პატრიარქის საჩუქრები მიიღეს