“მაშინდელ ხელმძღვანელებთან კითხვები ჩვენც გვაქვს” – კობახიძე 20 ივნისზე

სტრასბურგის სასამართლოს პრეცედენტული გადაწყვეტილება – ირაკლი კობახიძე აშხაბადიდან პირველ კომენტარს აკეთებს და ამბობს, რომ 20 ივნისთანთან დაკავშირებით, მაშინდელ ხელმძღვანელ პირებთან კითხვები “ოცნებასაც” აქვს.

“ოცნების” პრემიერის თქმით, გამოძიება დაადგენს, რამდენად მართლზომიერად მოქმედებდნენ მაშნდელი კონკრეტული თანამდებობის პირები “გავრილოვის ღამეს”.

„რაც შეეხება 20 ივნისს და იქ კონკრეტული პირების მოქმედებას, ვგულისხმობ სამართალდამცავი სტრუქტურების მაშინდელ ხელმძღვანელებს, ამაზე იცით, რომ ჩვენც გვაქვს ჩვენი კითხვისნიშნები და სწორედ რომ სტრასბურგის სასამართლოს დავალებით ჩვენ განვაახლეთ გამოძიება ამ თემასთან დაკავშირებით. ეს გამოძიება დაადგენს ჭეშმარიტებას ყველაფრის შესახებ, მათ შორის რამდენად მართლზომიერად მოქმედებდნენ კონკრეტული თანამდებობის პირები იმ დროს“, – განაცხადა კობახიძემ.

სტრასბურგის სასამართლოს დიდმა პალატამ 20 ივნისს დაზარალებული 26 მოქალაქის საქმეზე დაადგინა, რომ ყველას მიმართ დაირღვა წამების მუხლი ეფექტიანი გამოძიების ნაწილში და დაზარალებულებისთვის ჯამში 646 000 ევროს გადახდა დააკისრა.

2019 წლის 20-21 ივნისის (გავრილოვის ღამე) დარბევის შედეგად დაზარალებული საქართველოს 26 მოქალაქის საქმეზე სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს დიდმა პალატამ გადაწყვეტილება გამოიტანა.

დაზარალებულების უფლებებს „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია იცავდა“.

დიდმა პალატამ 20-21 ივნისს დაზარალებული 26 მოქალაქის საქმეზე ერთხმად დაადგინა, რომ ყველა განმცხადებლის მიმართ დაირღვა წამების აკრძალვის მუხლის პროცედურული ნაწილი.

banner
წინა სტატიაშიშეადარე, სცადე, დაიმტკიცე – თიბისის ახალი კამპანია
შემდეგი სტატია“ევროკავშირი საქართველოსთან მიმართებაში აბსურდულ გადაწყვეტილებებს იღებს” – კობახიძე, რომელიც აშხაბადში ფორუმს პუტინთან ერთად ესწრება, ევროკავშირს აკრიტიკებს