“მას უნდა ქონდეს სუფთა წარსული” – სულხან სალაძე უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეობის კანდიდატის შერჩევაზე საუბრობს

უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეობის კანდიდატთან დაკავშირებით, პრეზიდენტი კონსულტაციებს მომავალშიც გააგრძელებს. კონსულტაციები გაიმართება საკანონმდებლო ორგანოს წარმომადგენლებთან და სამოქალაქო სექტორთან.

“საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის” თავმჯდომარე, სულხან სალაძე იმ მთავარ კრიტერიუმზე საუბრობს, რომლის მიხედვითაც უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე უნდა შეირჩეს.

სალაძისთვის მთავარი კრიტერიუმები იქნება ის, რომ კანდიდატს ჰქონდეს სუფთა წარსული და მის წინააღმდეგ არ იყოს რაიმე სახის კომპრომატები, რომელიც მის ხედვებსა და გადაწყვეტილებებზე იმოქმედებს.

„რამდენიმე მნიშვნელოვან კრიტერიუმს უნდა აკმაყოფილებდეს ახალი თავმჯდომარე და ეს არ არის მხოლოდ და მხოლოდ, რომ ის უნდ იყოს პროფესიონალი და კარგი იურისტი. ამ წუთში, რადგან სასამართლოს თავმჯდომარეზე ვლაპარაკობთ, მე არანაკლებ პრინციპულად მიმაჩნია, რომ ის მზად იყოს რეფორმებისთვის, ის ორიენტირებული იყოს იმ გამოწვევებზე და პრობლემების გადაჭრაზე, რომელიც სასამართლო სისტემის წინაშე არსებობს. რაც ძალიან მნიშვნელოვანია, ის მზად იყოს ილაპარაკოს გარეთ, რა ხდება სასამართლო სისტემაში. ილაპარაკოს რას აკეთებს ის გავლენიანი ჯგუფი, რომელიც სასამართლო სისტემაშია და არ გახდეს თავად ამ ჯგუფის ნაწილი. ამისათვის რამდენიმე ფაქტორია მნიშვნელოვანი. მას უნდა ქონდეს სუფთა წარსული და მის მიმართ არ უნდა არსებობდეს გარკვეული ტიპის კომპრომატები, რომლითაც შეიძლება ელაპარაკონ მას, რომ პოზიციები შეცვალოს, ან შეცვალოს მისი ხედვა,“ – განაცხადა სულხან სალაძემ.

შეგახსენებთ, რომ პრეზიდენტის ადმინისტრაციაში, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეობის კანდიდატთან დაკავშირებით, კონსულტაციების პირველი რაუნდი გაიმართა.

banner
წინა სტატიაშიმარიხუანის მოხმარების ლეგალიზება – კობა დავითაშვილი და საინიციატივო ჯგუფი საკონსტიტუციო სასამართლოს გაუქმებას ითხოვენ
შემდეგი სტატიასალომე ზურაბიშვილმა პრეზიდენტის პოსტზე საკუთარი კანდიდატურა ოფიციალურად დაასახელა