,,მას არაფრის არ ეშინია,, უკრაინელი პოლიტოლოგი სააკაშვილზე

უკრაინის ,,ახალი ძალების მოძრაობის,, ლიდერი მიხეილ სააკაშვილი, ხშირად საკუთარ თავსაც ეწინააღმდეგება და მიმართულებებსაც ხშირად  იცვლის იმიტომ, რომ მას არ ეშინია ხელისუფლების, აცხადებს ცნობილი უკრაინელი პოლიტოლოგი და  სოციოლოგიური სამსახური ,,უკრაინული ბარომეტრის,, დირექტორი ვიქტორ ნებოჟენკო.  

 ,,მას ვერ უბრძანებ. ის ძალიან ქაოტური ადამიანია და რაც მთავარია, მას არ აქვს არანაირი პასუხისმგებლობა საკუთარ ქმედებებზე. მან დაამტკიცა, რომ ხელისუფლება ვერაფერს გააკეთებს ნებისმიერ მის გამოხდომაზე. თქვენ ელოდებით მისგან, რომ ის გააკეთებს მთელს სამუშაოს ოპოზიციური ძალებისა და  ანტისაპრეზიდენტო მოძრაობის ნაცვლად და ის  უკვე არ არის… ამიტომ ჩვენ ვბრაზდებით სააკაშვილზე, ერთი მხრივ იმიტომ, რომ ის ასე ადვილად გადაადგილდება უკრაინაში და აკეთებს რაც უნდა, მეორეს მხრივ – იმიტომ, რომ ჩვენი თვალსაზრისით ის არათანამიმდევრულია. ის არათანამიმდევრულია იმიტო, რომ მან იცის ყველაფერი ეპატიება. ჩვენ თანამიმდევრულები ვართ იმიტომ, რომ ჩვენ ვუყურებთ ჩვენს მოქმედებებს რა შედეგები მოჰყვება. მას კი ასეთი პრობლემები არა აქვს. მას თუ აქ დატოვებენ, ეს ნიშნავს, რომ დაიწყება ახალი სერია ,,სააკაშვილი და სასამართლო,, რაც ჩვენი გენპროკურორისთვის და სასამართლოსთვის მძიმე ტვირთი იქნება, რადგან ჩვენს სასამართლოს მხოლოდ ფულის აღება შეუძლია და ისინი პოლიტიკურ პროცესებს მიჩვეულნი არ არიან. ასე, რომ მე ვერ ვხედავ განსაკუთრებულ პრობლემას იმაში, რომ სააკაშვილი მიმართულებებს ხშირად ცვლის.  ის,  ხან პრეზიდენტს წერს წერილს  და ხან -ემუქრება მას… ხან ზამთრის პარტერს ეძებს ოქტომბრის სასახლეში და ხან საერთოდ წყვეტს მოღვაწეობას. მას შესანიშნავად ესმის, რომ ხელისუფლება მას ვერაფერს  უზამს. ხალხს კი სხვა ვარიანტი არ აქვს, გარდა იმისა, რომ მას გაჰყვეს. ამიტომ, როგორც არაფერი, მას ორი კვირის მერეც შეუძლია ისევ მოაწყოს რამე და ჩვენ თვითონ ვიტყვით, რატომაა ასეთი არათანმიმდევრული ჩვენი ხალხი, რომელიც მიჰყვება არათანამიმდევრულ სააკაშვილს. მას არ ეშინია ხელისუფლების და ამიტომაც შეუძლია მშვიდად შეეწინააღმდეგოს საკუთარ თავსაც და მიმართულებები ცვალოს. ეს არის მისი მთავარი რეზულტატი,, აცხადებს ნებოჟენკო უკრაინულ მედიასთან საუბრისას.

banner
წინა სტატიაშიმიხეილ სააკაშვილი: მე არ მჭირდება ჰოლანდიური ვიზა
შემდეგი სტატიამსგავს შემთხვევებს, ვისი მხრიდანაც არ უნდა მოდიოდეს, მოჰყვება შესაბამისი რეაგირება – შს მინისტრი “იბერიაში” მომხდარ ინციდენტზე