“მას აქვს გარკვეული ნევროლოგიური სიმპტომატიკა” – სერგეენკო მსჯავრდებულ დეკანოზზე

მსჯავრდებული დეკანოზის, გიორგი მამალაძის ჯანმრთელობის მდგომარეობა პირად კონტროლზე აქვს აყვანილი ჯანდაცვის მინისტრს. როგორც დავით სერგეენკო აცხადებს, ის სრულად არის ინფორმირებული ყველა იმ კვლევისა და კვლევის შედეგის შესახებ, რომელიც მსჯავრდებულ დეკანოზს ჩაუტარდა.

ჯანდაცვის მინისტრის თქმით, ე.წ. ციანიდის საქმეზე ბრალდებულ სასულიერო პირს ნევროლოგიური პრობლემები აქვს, რასაც ექიმები იკვლევენ. დავით სერგეენკო მსჯავრდებული დეკანოზის მონახულებას თავად არ აპირებს.

„გამომდინარე მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან, მე მისი ჰოსპიტალიზაციის პირველივე წუთიდან ჩართული ვარ ამ შემთხვევის მართვაში და ყველა პარამეტრისა და კვლევის შედეგებიც ვიცი. მას აქვს გარკვეული ნევროლოგიური სიმპტომატიკა, რომლის დაზუსტებაზეც კვლევები ტარდება. ექიმები მაქსიმუმს აკეთებენ იმისთვის, რომ სამედიცინო მიმართულებით ყველა კითხვას გაეცეს პასუხი და დიახ, მე საქმის კურსში ვარ,“ – ამბობს სერგეენკო.

banner
წინა სტატიაშითიბისი გალერეაში მარტინ პარის წიგნის – „Martin Parr Tbilisi“ პრეზენტაცია შედგა და გამოფენა – „თბილისი მაგნუმის წიგნებში“ გაიხსნა
შემდეგი სტატიაბესელიას აზრით, მოსამართლეთა უვადოდ დანიშვნის შეჩერების შესახებ კანონპროექტი კომიტეტზე მიზანმიმართულად არ გააქვთ