მას აქვს დეპრესია, სუიციდისადმი მიდრეკილება – ჯეკ შეპარდს საკანში ადვოკატი მოინახულებს

ბრიტანეთის მოქალაქეს, რომელსაც გაერთიანებული სამეფო მეგობარი გოგონას გაუფრთხილებლობით მკვლელობას ედავება, საპატიმროში მისი ადვოკატი მოინახულებს. ჯეკ შეპარდი ამ დროისთვის გლდანის ციხეში, წინასაექსტრადიციო პატიმრობაში იმყოფება.

მარიამ კუბლაშვილის განცხადებით ის დაინტერესებულია მისი დაცვის ქვეშ მყოფის ჯანმრთელობის მდგომარეობით, ვინაიდან უცხოურ მედიაში ვრცელდება ინფორმაცია, რომ შეპარდი ძალიან ცუდ პირობებში იმყოფება. ადვოკატის ინფორმაციით, შეპარდს აღენიშნება დეპრესია და მას აქვს სუიციდისადმი მიდრეკილება.

„თუ როგორ გრძნობს ის თავს, რამდენად ეგუება ამ პირობებს, ხომ არ არის რაიმე დარღვევა მის მიმართ, ამას გავერკვევი და გამოვკითხავ დეტალურად. ვინაიდან, არა ერთი ინფორმაცია ვრცელდება უცხოურ მედიაში, რომ ის ძალიან ცუდ პირობებშია ამ ციხეში. ჩვენ უნდა გამოვკვეთოთ საშიშროების ხარისხი. რამდენად რეალურად ემუქრება საფრთხე მის სიცოცხლეს და მის ფსიქიკურ მდგომარეობას. ვინაიდან მისი მდგომარეობა მეტად ემოციურია. ეს აღნიშნა კიდეც ბრალდების მხარემ, პროკურორმა პროცესზე, რომ მის ისტორიაში ვლინდება ღრმა დეპრესიული ნიშნები, სუიციდისკენ მიდრეკილება და ა.შ. ეს დეტალები არის შესასწავლი აუცილებლად რამდენად გაუარესდება და მკაფიოდ გაუარესდება მისი მდგომარეობა უკვე ბრიტანეთის ციხეში,“ – განაცხადა მარიამ კუბლაშვილმა.

ადვოკატი აცხადებს, რომ ის აპირებს, მიმართოს სახალხო დამცველს იმისთვის, რომ მან პირად კონტროლზე აიყვანოს ჯეკ შეპარდის მდგომარეობა.

ჯეკ შეპარდი, რომელიც წითელი ცირკულარით იყო ძებნილი, “კურიერმა” სამართალდამცავებზე ადრე იპოვა. მან “რუსთავი 2-ს” ვრცელი ინტერვიუ მისცა, სადაც აღნიშნა, რომ მისი მეგობარი გოგონა უბედურ შემთხვევას შეეწირა. ინტერვიუს შემდეგ ჯეკ შეპარდი ქართველ სამართალდამცავებს თავად ჩაბარდა

banner
წინა სტატიაშიმოუწევთ, ყურებზე დადგნენ სამართალდამცავი უწყებები – გოგიჩაიშვილი ბესელიას პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გავრცელებაზე
შემდეგი სტატიაიმ ძალების გამარჯვებას არ აქვს შანსი, ვისაც სურს, რომ ქვეყანა ფუნდამენტური კურსიდან გადაიყვანოს სხვაგან – ბოკერია NDI-ის კვლევაზე