გია ხუხაშვილი: მას ახლა ყველაზე მეტად სისტემის ჩამოშლის ეშინია

http://socialnetwork.ge/ka/interview/text/politics/79-archevnebis-meore-dghes-prezidentis-sitkhvas-gadamtskhveti-pasi-eqneba

პოლიტოლოგი გია ხუხაშვილი სოციალურ ქსელში მიმართვას ავრცელებს:

“ორიოდე სიტყვა ბიძინას გზავნილზე, რომ ყაველაშვილის ინაუგურაციის შემდეგ ყველაფერი დაწყნარდება და მშვიდობა და ბედნიერება დაისადგურებს.

ვინც ოდნავ დაფიქრდება, მიხვდება, რომ ეს მორიგი ტრიუკის ჩატარების მცდელობაა, რისი მიზანიც სავსებით ცხადია:

მას ახლა ყველაზე მეტად სისტემის ჩამოშლის ეშინია, ამიტომ ისტერიულად ცდილობს საკუთარი “უძლეველობის, სიბრძნის და წინასწარმეტყველური უნარების” მითოლოგიის ნარჩენების მეშვეობით ახალი თარიღი დაკიდოს -“კიდევ ცოტა მაცადეთ ხალხნო”-ს პრინციპით, იმის იმედად, რომ 29-დან საცივში ჩავყოფთ თავს და დამატებით კიდევ ერთ თვეს მოიგებს…

აი, ამ პოლიტიკური თაღლითობით არის დღეს დაკავებული, რათა ასე აგორაოს და აგორაოს ეს ქვეყანა, სანამ კრემლის კედელთან არ მიაგორებს…” – წერს გია ხუხაშვილი.

banner
წინა სტატიაშიგუშინ ღამით აქტივისტი, ნიკო მანაგაძე დააკავეს
შემდეგი სტატიაკახა კალაძე: მიხეილ ყაველაშვილი იქნება ღირსეული პრეზიდენტი, რომელიც ქვეყანასა და ხალხს მოემსახურება