მარტვივი გზა არის გადასახადების შემცირება და არა მოქალაქეებისათვის კუთვნილი ფულის პატარა ნაწილის სუბისიდრებით დაბრუნება და ამის დამადლება – ბოკერია პურის ფასის შესაძლო ზრდაზე

ხორბლის ფქვილის სახელმწიფო სუბსიდირების პროგრამა 1 ივლისს სრულდება, ხოლო თუკი მთავრობა არ გააგრძელებს აღნიშნულ სუბისიდიას, პურის ფასი შესაძლოა 20-25 თეთრით გაიზარდოს.

“ევროპული საქართველოს” ლიდერის, გიგა ბოკერიას თქმით, ხელისუფლება სინამდვილეში გაცილებით მეტ ფულს იღებს სხვადასხვა გადასახადით მოქალაქეებისაგან, იყენებს მას პოლიტილური კორუფციისათვის და პატარა ნაწილს აბრუნებს მხოლოდ ეკონომიკაში სუბსიდიის სახით, რითაც თავისთავად ანგრებს თავისუფალ ეკონომიკას.

ბოკერიამ აღნიშნა, რომ ხელისუფლებას აქვს მარტივი გზა, რათა ასეთი გასაჭირის დროს შეუმსუბუქოს წნეხი მოსახლეობას, ეს არის გადასახადების დაწევა, მათ შორის აქციზის, საშემოსავლო და ქონების გადასახადის და არა ბევრი ფულის წართმევა ეკონომიკისათვის.

„ეს განაცხადი არის მაგალითი იმ უტიფრობის, როგორც ივანიშვილის რეჟიმი გვესაუბრება ჩვენ, ვითომ ეხმარება ხალხს სუბსიდირებით და თუ არ დაგეხმარებით, თქვენი ვითარება გაუარესდდებაო.

რეალურად, ის ბევრად მეტ გადასახადს გვართმევს ჩვენ, მეწარმეებს, მოქალაქეებს, მომხმარებლებს და შემქმნელებს პროდუქტის, მათ შორის პურის, შემდეგ ამ ფულის დიდ ნაწილს ფლანგავს პოლიტიკურ კორუფციაზე და პატარა ნაწილს სუბსიდირებაზე აბრუნებს და ამით კიდევ უფრო ანგრევს თავისუფალ ეკონომიკას.
მარტივი გზა არსებობს იმისათვის, რომ ასეთი გასაჭირის დროს შეუმსუბუქონ წნეხი ყველას, მათ შორის ფასებზე და პურის ფასზე. ეს არის გადასახადების დაწევა, დაწყებული აქციზის გადასახადის გაუქმებით, რასაც ჩვენ, ევროპული საქართველო ვითხოვთ, გაგრძელებული ჩვენი ხედვით, საშემოსავლო გადასახადის, ქონების და მთლიანად, ეს არის გზა და არა ბევრი ფულის წართმევა ეკონომიკისათვის, მოქალაქეებისათვის, მეწარმეებისათვის და მერე პატარა ნაწილის სუბისიდრებით დაბრუნება და ამის დამადლება,“ – განაცხადა ბოკერიამ.

banner
წინა სტატიაშიკოვიდ-19-ის წინააღმდეგ ახალი წამალი დაავადების მძიმე ფორმებს შველის
შემდეგი სტატიასაწვავზე აქციზის გადასახადის გაუქმება მნიშვნელოვანი ფაქტორი იქნება ყოველდღიური სამომხმარებლო პროდუქტების ფასების მატების შეჩერებისათვის – დამენია