მარტვილში წუხელ დაღუპული მყვინთავი ელგუჯა ჯამრიშვილია

elguja

მარტვილში, მდინარე აბაშაში სამძებრო სამუშაოების დროს, წუხელ დაღუპული მყვინთავი ელგუჯა ჯამრიშვილია. ის საქართველოს წყალქვეშა ცურვის ეროვნული ფედერაციის თავმჯდომარე იყო.

შეგახსენებთ, რომ მარტვილი რაიონის სოფელ გაჭედილში მეორე დღეა, სამაშველო სამუშაოები მიმდინარეობს. სოფელში 18 წლის ბიჭს ეძებენ, ის მდინარე აბაშაში საბანაოდ ჩავიდა და დინებამ წაიღო. ადგილზე ოჯახის მიერ კერძო სამსახურის მყვინთავები იქნენ გამოძახებული. ერთ-ერთი მყვინთავი მდინარეში ჩავიდა და ისიც დინებამ წაიღო. მაშველი გარდაცვლილი იპოვეს, თუმცა ძლიერი დინების გამო მისი ცხედრის მდინარიდან გამოტანა ვერ ხერხდება.

banner
წინა სტატიაშისნაიპერული სროლის შედეგად დალასში ხუთი პოლიციელი მოკლეს
შემდეგი სტატიაირაკლი შიოლაშვილი: პრემიერ-მინისტრს შევხვდი, თუმცა შეხვედრაზე ჩემი თანამდებობიდან წასვლის საკითხი არ განხილულა