მარტვილში, უკვე მეორეჯერ ე.წ ყოფილი ტექნიკუმის შენობა იწვის

ხანძარი გაჩნდა მარტვილში, უკვე მეორეჯერ ე.წ ყოფილი ტექნიკუმის შენობაში. როგორც ,,თაიმერის” ჟურნალისტი აკო ქიქავა ადგილიდან იუწყება ადგილზე სახანძრო-სამაშველო და საპატრულო პოლიციის ეკიპაჟებია მობილიზებული. ხანძრის ლოკალიზებას მეხანძრე-მაშველები ამ წუთებში ცდილობენ. გავრცელებული ინფორმაციით, შემობაში ვადა გასული შხამ-ქიმიკატებია განთავსებული, თუმცა ამ ინფორმაციას საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის ხელმძღვანელი მიშა ფეიქრიშვილი არ ადასტურებს.

https://www.facebook.com/berdiakalanida/videos/pcb.2328225977462396/2328227594128901/?type=3&__tn__=HH-R&eid=ARAqD9uPqh-W29KBuInNZpiwRpGMoC0O3cCqGwuANAm74GRyp4cNcpDwxr564rnbWL_OVIqt6g8loRtF

banner
წინა სტატიაშიზვიად სიჭინავა ზუგდიდელებს მიმართავს
შემდეგი სტატიაესპანეთში არჩევნების მისადგომებთან სოციალისტებმა პროსტიტუციის აკრძალვის პირობა დადეს