მარტვილში სკოლის მასწავლებელს კორონავირუსი დაუდასტურდა

მარტვილში კორონავირუსი გუშინ დაუდასტურდა მასწავლებელს, რომელიც ორ სკოლაში ასწავლის.

როგორც ,,თაიმერისთვის” ცნობილი ხდება, კერძო სკოლა ,,სხივმა” ორშაბათამდე სწავლა შეწყვიტა და დისტანციურ სწავლებაზე გადავიდა, ამის მიზეზად კი მშობლების თხოვნა სახელდება. ხოლო რაც შეეხება სოფელ ინჩხურის საჯარო სკოლას, ყველა ის კლასი გადავიდა დისტანციურ სწავლებაზე, რომელსაც ინფიცირებული მასწავლებელი ასწავლიდა.

როგორც მარტვილის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრში აცხადებენ, ინფიცირების წყარო ცნობილია და ყველა შესაბამისი ღონისძიება გატარდება.

ავტორი: აკო ქიქავა

banner
წინა სტატიაშინინო ჯაფარიძ: Edison Research-ის სისტემაზე კიბერშეტევის მცდელობა იყო
შემდეგი სტატიაპრეზიდენტი: მინდა, მადლიერება გამოვხატო წარმატებული ოპერაციის ჩატარებისთვის, რომელმაც გადაარჩინა ყველა მძევლის სიცოცხლე და ამ ოპერაციის მეთაურს საჯაროდ ვუთხრა მადლობა