მარტვილში სასულიერო პირს კორონავირუსი დაუდასტურდა

მარტვილში სასულიერო პირს კორონავირუსი დაუდასტურდა. როგორც “თაიმერისთვის” გახდა ცნობილი, ჭყონდიდის ეპარქიაში ერთ-ერთ სასულიერო პირს ვირუსი დაუდასტურდა. მარტვილის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრში აცხადებენ, რომ PCR მეთოდით 104 პირი გამოიკვლიეს, რომელთაგან ვირუსი ექვს ადამიანს დაუდასტურდა. 

მათივე ინფორმაციით, სასულიერო პირს, რომელსაც ვირუსი დაუდასტურდა, მრევლთან შეხება არ ჰქონია.  ასევე ცენტრის ინფორმაციით, ინფიცირებულ მამაოსთან კონტაქტში მყოფი ერთ-ერთი სასულიერო პირი იზოლაციაში იმყოფება. 

ავტორი: აკო ქიქავა

banner
წინა სტატიაშიბათუმში მოქალაქეები ბულვარში 16-სართულიანი სასტუმროს მშენებლობას აპროტესტებენ
შემდეგი სტატიაგეგელია: არ გამოვრიცხავთ, უახლოეს მომავალში საერთო ოპოზიციური შეხვედრა გაიმართოს