მარტვილში სასულიერო პირს კორონავირუსი დაუდასტურდა

ჭყონდიდის ეპარქიაში მყოფ ერთ-ერთ ბერს კორონავირუსი დაუდასტურდა. ამის შესახებ ინფირმაცია “თაიმერს” მარტვილის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის დირექტორმა, როზა ჯანაშიამ დაუდასტურა.

მისივე თქმით, ინფიცირების შემთხვევა 2-3 დღის წინ დადასტურდა.

საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ცნობით, ყველა შესაბამისი ღონისძიება გატარებულია და ინფიცირებული სასულიერო პირი ეპარქიაში იზოლირებულ ოთახში იმყოფება.

შეგახსებთ, რომ ჭყონდიდის ეპარქია გასული დღეების მანძილზე ხალხმრავლობით გამოირჩეოდა, რამაც შესაძლოა, ეპიდემიოლოგიური აფეთქება გამოიწვიოს.

ავტორი: აკო ქიქავა.

banner
წინა სტატიაშისაქართველოში კორონავირუსზე ამ დროისთვის 4924 ადამიანია აცრილი
შემდეგი სტატიაიურისტების და უფლებადამცველების ჯგუფი პოლიტიკური მედიაციის პროცესში ჩართულ სუბიექტებს მიმართავს