მარტვილში სამაშველო სამუშაოები მიმდინარეობს

მარტვილი რაიონის სოფელ გაჭედილში მეორე დღეა, სამაშველო სამუშაოები მიმდინარეობს. სოფელში 18 წლის ბიჭს ეძებენ, ის მდინარე აბაშაში საბანაოდ ჩავიდა და დინებამ წაიღო.

ადგილზე ოჯახის მიერ კერძო სამსახურის მყვინთავები იქნენ გამოძახებული. ერთ-ერთი მყვინთავი მდინარეში ჩავიდა და ისიც დინებამ წაიღო. მაშველი გარდაცვლილი იპოვეს, თუმცა ძლიერი დინების გამო მისი ცხედრის მდინარიდან გამოტანა ვერ ხერხდება.

banner
წინა სტატიაშიძლიერი წვიმის გამო, ბათუმის ნაწილს სასმელი წყალი არ მიეწოდება
შემდეგი სტატიანატო-ს 2016 წლის ვარშავის სამიტზე ღონისძიების მონაწილეებს ქართული ღვინით გაუმასპინძლდებიან