მარტვილში პოლიციელების მხრიდან კაცის შესაძლო ცემის ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო

მარტვილში 37 წლის კაცი სამართალდამცველებს ფიზიკურ ძალადობაში ადანაშაულებს.

ედიშერ სიგუას ინფორმაციით, პოლიციელებმა ის ნასვამ მდგომარეობაში დააკავეს და ჯერ გზაში, შემდეგ კი პოლიციის განყოფილებაში სცემეს.

ინციდენტთან დაკავშრიებით პროკურატურამ გამოძიება დაიწყო.

უწყების განცხადებით, საქმე სს კოდექსის 333-ე მუხლით არის აღძრული, რაც სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებას ითვალისწინებს.

შინაგან საქმეთა სამინისტროშკი კი ამბობენ, რომ პოლიციამ ედიშერ სიგუა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლით დააკავა, რაც პოლიციელის კანონიერი მოთხოვნის დაუმორჩილებლობას გულისხმობს.

banner
წინა სტატიაშითამარ ჩუგოშვილი : როცა სიუჟეტს ვუყურებდი, ველოდი, ბაბუაჩემის მიერ ჩემი ძმისთვის დანატოვარ სახლს როდის აჩვენებდნენ, როგორც დეპუტატების დროს აშენებულს
შემდეგი სტატია,,ბ-ნო ბიძინა სიცრუეში გაცხოვრებენ და გატყუებენ” – ელისო კილაძე