მარტვილში მგზავრობა ძვირდება

მარტვილის  მუნიციპალიტეტში ადგილობრივი ტრანსპორტით გადაადგილება ძვირდება. როგორც მძღოლები აცხადებენ, მგზავრობის ფასების ზრდა აუცილებელია.

რაც შეეხება მოსახლეობას, მოსახლეობა უკმაყოფილოა. ადგილობრივების განცხადებით,ისედაც გაძვირებულ ცხოვრებაზე ფაქტი უარყოფითად აისახება.

მარტვილის ადგილობრივ სადგურში აცხადებენ, რომ ფასების ზრდა ნამდვილად იგეგმება და შესაბამის დოკუმენტს უკვე ამზადებენ.  სადგურში მიზეზად ბენზინის გაძვირებას ასახელებენ.

კერძოდ ,მარტვილიდან ბანძამდე მისასვლელად  მგზავრობის ღირებულებამ  1.50 შეადგინა. მგზავრობის ღირებულება იგივე მარშრუტზე 1 ლარი იყო.

ავტორი: აკო ქიქავა

banner
წინა სტატიაშიშსს-მ საგზაო უსაფრთხოების კამპანიის ახალი ეტაპი დაიწყო
შემდეგი სტატია“3 წელიწადში არცერთი სასტუმრო არ იქნება ჩემს საკუთრებაში”-ივანიშვილი წყალტუბოს განვითარების პროექტზე