მარტვილში მცირე მეწარმეები ხურმის ჩირის რეალიზებას ვერ ახერხებენ – მოსახლეობა დახმარებას ითხოვს

მარტვილის მუნიციპალიტეტში მცხოვრები მცირე მეწარმეები, “თაიმერთან” ხურმის ჩირის რეალიზების პრობლემაზე საუბრობენ.

მათი თქმით, მიუხედავად იმისა, რომ ხურმის ჩირს, თითქმის, ყველა ოჯახი აწარმოებს, წინა წლებთან შედარებით, პროდუქციის გაყიდვა, წელს, პრაქტიკულად შეუძლებელია.

ადგილობრივების განმარტებით, ისინი ხურმის ჩირს, ძირითადად, სახლიდან კერძო პირებზე ყიდიან, რის შემდეგაც მათ სხვადასხვა ქალაქების ობიექტებში გადააქვთ სარეალიზაციოდ. თუმცა, როგორც მოსახლეობა აცხადებს, წელს არც მყიდველია და შესაბამისად, არც შესაბამისი ფასი, რამაც თვითღირებულება უნდა გადაფაროს.

მარტვილის მუნიციპალიტეტის სხვადასხვა სოფლებში მცხოვრები ადამიანები ჩვენთან საუბარში აღნიშნავენ, რომ ადგილზე ხურმის ფასი 3-დან 4 ლარამდე მერყეობს, თუმცა, მიუხედავად მინიმალური ღირებულებისა, პროდუქციის გაყიდვა მაინც ვერ ხერხდება.

ავტორი: აკო ქიქავა

banner
წინა სტატიაშისახალხო დამცველი ლევან ხაბეიშვილის საქმეს შეისწავლის
შემდეგი სტატია“ლილუაშვილის დაჭერით ივანიშვილი უგზავნის მესიჯს ორივეს, რუსებსაც და ამერიკელებსაც” – მიხეილ სააკაშვილი