მარტვილში კორონავირუსი რელიგიის სამ მსახურს დაუდასტურდა-მეუფე თვითიზოლაციაში არ იმყოფება

,,თაიმერისთვის” ცნობილი ხდება, რომ PSR კვლევის შედეგად კორონავირუსი ჭყონდიდის ეპარქიის კიდევ სამ სასულიერო პირს დაუდასტურდა. ,,თაიმერის” ინფორმაციით, ინფიცირების შემთხვევა დაფიქსირდა მეუფე გრიგოლის რეზიდენციაში. ინფიცირებულია დედაო, რომელიც მეუფე გრიგოლთან რეზიდენციაში მსახურობს. ასევე ინფიცირების შემთხვევა გამოვლინდა მარტვილის მამათა მონასტერში, სადაც კორონავირუსი ერთ-ერთ ბერს დადასტურდა, მესამე ინფიცირებული კი სტიქაროსანია.
ინფორმაცია იმის შესახებ, რომ მეუფე გრიგოლი თვითიზოლაციაში იმყოფება, არ შეესაბამება სინამდვილეს. როგორც მან “თაიმერთან” საუბარში განაცხადა, მას კორონავირუსის არანაირი სიპტომები არ გააჩნია. “არ ვიმყოფები თვითიზოლაციაში, რადგან დაინფიცირებულებთან კავშირი არ მქონია. ეპარქიაში ყოველ კვირას ტარდება ტესტირება. ასე რომ, ჩვენთან ღვთის წყალობით ყველაფერი კარგად არის“,- აღნიშნა მან.

 

ავტორები: აკაო ქიქავა; ბერდია კალანდია

banner
წინა სტატიაშინუგზარ წიკლაური: ბევრად მეტად ვღელავ იმათზე, ვინც არ წყვეტს წინააღმდეგობას და ბრძოლას
შემდეგი სტატიაგია ხუხაშვილი: ფორმა არის კატეგორიულად მიუღებელი, მაგრამ პროტესტის შინაარსი აბსოლუტურად გასაგები და ლოგიკურია