მარტვილში ხე-ტყის უკანონო მოპოვების ფაქტი გამოავლინეს

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, მარტვილის მუნიციპალიტეტში ხე-ტყის უკანონო მოპოვების ფაქტი გამოავლინეს.
სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, მოქალაქის საცხოვრებელი სახლის მიმდებარე ტერიტორიიდან, უკანონოდ მოპოვებული 35 ერთეული წიფლის სახეობის მრგვალი მორი ამოიღეს. ვინაიდან, ფაქტი შეიცავს სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს, მასალები, შემდგომი რეაგირებისთვის, გადაგზავნილია შესაბამის სამსახურებში.

banner
წინა სტატიაშიუცხოური პრესა გიგი უგულავას მიმართ გამოტანილ განაჩენს ეხმაურება
შემდეგი სტატიაევროპაში ქარიშხალ “კიარას”, რომელსაც თან ძლიერი წვიმა და ქარი ახლავს, სულ მცირე 6 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა