მარტვილში იურიდიული დახმარების უფასო საკონსულტაციო ცენტრი გაიხსნა

მარტვილის მუნიციპალიტეტში, თავისუფლების ქ.N10-ში, იურიდიული დახმარების სამსახურის უფასო საკონსულტაციო ცენტრი გაიხსნა.
ადგილობრივ მოსახლეობას საშუალება ეძლევა უფასოდ მიიღოს კვალიფიციური იურისტის კონსულტაცია სამართლებრივ საკითხებზე.
საკონსულტაციო ცენტრი, იურიდიული დახმარების ცენტრის დირექტორმა რაჟდენ კუპრაშვილმა და მარტვილის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილემ აკაკი ხუნწელიამ გახსნეს.
იურიდიული დახმარების ცენტრის დირექტორმა რაჟდენ კუპრაშვილმა ადგილობრივებს გააცნო იურიდიული დახმარების სამსახურის სერვისები, როგორიცაა: მიწის რეგისტრაცია, მემკვიდრეობა, საბანკო სესხები, ქალთა მიმართ, ოჯახში ძალადობა და სხვა. ცენტრის იურისტებმა განმარტეს თუ ვის და როგორ შეუძლია უფასო სამართლებრივი დახმარების მიღება და იმ სამართლებრივი პრობლემების შესახებაც ისაუბრეს, რომელიც მოსახლეობის დიდი ნაწილისთვისაა აქტუალური.
ცენტრი უფასო სამართლებრივ მომსახურებას მოქალაქეებს ბიუროების, საკონსულტაციო ცენტრებისა და მოწვეულ საზოგადოებრივ ადვოკატთა რეესტრის მეშვეობით გაუწევს.

banner
წინა სტატიაშიდედაქალაქში 300 ერთეული „ფორდის“ მარკის მიკროავტობუსი შემოვა
შემდეგი სტატიაკორონავირუსის ახალ შემთხვევათა შორის ბათუმის მე-5 საჯარო სკოლის 12 თანამშრომელია