მარტვილში გაზიფიცირების სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს

მარტვილის მუნიციპალიტეტში გაზიფიცირების სამუშაოები ინტენსიურად მიმდინარეობს. ამ ეტაპზე მიმდინარეობს სერგიეთის და ბობოთის გაზიფიცირება, საერთო ჯამში აშენდება 26 403 გრძივი მეტრის გაზსადენი და გაზიფიცირდება კიდევ 434 აბონენტი.

მარტვილის მუნიციპალიტეტში დღეის მდგომარეობით გაზიფიცირებულია ხუნწის, ნაგვაზაოს, ვედიდკარის, ინჩხურის ადმინისტრაციული ერთეულები და დიდი ჭყონის ცენტრალური ნაწილი. ასევე გაზიფიცირებულია ქ. მარტვილი, ნახარებაო, საელიაო, ნალეფსაო და ქვაითის უბანი. ახლახანს დასრულდა ლეხაინდრაოს, ნაჯახაოს, ბანძის, ონოღიის ადმინისტრაციულ ერთეულებში ცენტრალური მაგისტრალის გაყვანა და სულ მალე ქსელში ჩართვის შესაძლებლობა ექნება 2 594 აბონენტს.

მარტვილის მუნიციპალიტეტში 2013 წლიდან დღემდე აშენდა 206 195 გრძივი მეტრი გაზსადენი, 3605 აბონენტს საშუალება მიეცა ისარგებლოს ბუნებრივი გაზით.

აღსანიშნავია, რომ სულ მალე გაზიფიცირების სამუშაოები დაიწყება სალხინოს ადმინისტრაციულ ერთეულში. პროექტის ფარგლებში აშენდება 64 106 მეტრი გაზსადენი და გაზიფიცირდება სალხინოს ადმინისტრაციულ ერთეულში მცხოვრები 888 ოჯახი.

banner
წინა სტატიაშისაქართველოს ბანკის მხარდაჭერით გორში საკალმახე მეურნეობა გაფართოვდა
შემდეგი სტატიაგიორგი გახარია : სამედიცინო ინფრასტრუქტურა დღეს არის სრულად მზად, რათა მძიმე, კრიტიკული პაციენტები მართოს