მარტვილში გახარიას მომხრეებს რწმუნებულები დაითვლიან

თვითმმართველობის არჩევნების წინ მარტვილის მერმა ალექსანდრე გრიგალავამ საგანგებო განკარგულება გასცა. მან სოფლის რწმუნებულებს უხმო და დაავალა, აღწერონ გიორგი გახარიას რამდენი ადამიანი უჭერს მხარს.
ყველამ იცის, რომ სამეგრელოში ყოფილ პრემიერს მაღალი რეიტინგი აქვს. ეტყობა ხელისუფლება გახარიას ფანების გამოვლენას და შემდეგ მათ დამუშავებას აპირებს.
გავრცელებული ინფორმაციით ალექსანდრე გრიგალავა მარტვილში მმართველი პარტიის მერობის კანდიდატი იქნება. მას ირაკლი კობახიძის მამა ლობირებს.რაც შეეხება რწმუნებულების მიერ გახარიას მომხრეების აღრიცხვას, ეს წესით მმართველი პარტიის შტაბმა უნდა გააკეთოს. სოფლის რწმუნებულებს ამაში არ ვუხდით ხელფასს.

 

 

banner
წინა სტატიაშილავროვმა გერმანიასა და აშშ-ს შორის “ჩრდილოეთის ნაკადი-2”-ზე მიღწეულ შეთანხმებაზე კომენტარი გააკეთა
შემდეგი სტატიაშვედეთში პატიმრებმა ზედამხედველები მძევლად აიყვანეს, ისინი პიცას და ვეტმფრენს ითხოვენ