მალხაზ თორია მარტვილში დაშავებული ჟურნალისტების და ოპერატორების ჯანმრელობის მდგომარეობას გაეცნო

მარტვილში დაშავებული ჟურნალისტების და ოპერატორების ჯანმრელობის მდგომარეობას, მარტვილის საავადმყოფოში სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული მალხაზ თორია გაეცნო.

სახელმწიფო რწმუნებული დაშავებულების მკურნალ ექიმებს შეხვდა და ჟურნალისტები მოინახულა.

“მომხდარი სამწუხარო ფაქტის შემდეგ დაშავდა 6 მოქალაქე, მათგან 5 მედიის წარმომადგენელია, მათი მდგომარეობა საბედნიეროდ დამაკმაყოფილებელია, რამდენიმე მათგანის გადაყვანა დამატებითი კვლევებისთვის მოხდება დასავლეთ საქართველოს სხვადასხვა კლინიკებში”- განაცხადა სახელმწიფო რწმუნებულმა.

https://youtu.be/74x-BdnjayI

https://youtu.be/y-F_wf-pEoE

banner
წინა სტატიაშიკახა კალაძე – ფარული ჩანაწერების გამოყენება პოლიტიკური კონფრონტაციისთვის არასწორია
შემდეგი სტატიაპრესრელიზი 8.03.2021 კახეთის გზატკეცილის მე-12 კილომეტრზე გზაგამტარი რეაბილიტირდება