მარტვილში ბზის უკანონო ჭრისა და ტრანსპორტირების ფაქტი გამოავლინეს

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებმა ბზის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების ფაქტი გამოავლინეს.

გარემოს დაცვის სამინისტროს ინფორმაციით, მარტვილის მუნიციპალიტეტში, ლებარდეს მიმდებარე ტერიტორიაზე, დეპარტამენტის თანამშრომლებმა ბზის ტოტებით დატვირთული მიკროავტობუსი შეაჩერეს, რომელსაც მოქალაქე ჯიმშერ შულაია მართავდა.

გარემოსადმი მიყენებული ზიანის ოდენობამ 49 124 ლარი შეადგინა. ფაქტი სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებს შეიცავს. მასალები, შემდგომი რეაგირებისათვის, შესაბამის საგამოძიებო ორგანოს გადაეგზავნა.

banner
წინა სტატიაშიშსს-მ 5 პირი დააკავა – ამოღებულია 13 გრამი ჰეროინი
შემდეგი სტატიაკახი ლაზარიშვილი-„იატაკი ჩავარდა, თანამშრომელი ჩავარდა და სიკვდილს ძლივს გადაურჩა!“