მარტვილში ბიზნეს ცენტრ ,, ემ ბი სი” ს ხუთ თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა

ბიზნეს ცენტრ ,,ემ ბი სი” ს ხუთ თანამშორმელს კორონავირუსი რამოდენიმე დღის წინ დაუდასტურდა ამის შესახებ ინფირმაციას მარტვილის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრში ადასტურებენ სადაც აცხადებენ, რომ ის განყოფილებები დაიკეტა სადაც კორინავირუსის შემთხვევა გამოვლინდა და შესაბამისი რეკომენდაციებიც გაიცა.

,,თაიმერი” დაუკავშირდა ,,ემ ბი სი ” ს ადმინსტრაციას სადაც აცხადებენ, რომ ის განყოფილებები დაკეტილია სადაც გამოვლინდა ინფიცირების შემთხვევები, საუბარია სწრაფი კვების განყოფილებაზე და ბარ-რესტორან კათხაზე. როგორც ადმინსიტრაციაში აცხადებენ სხვა განყოფილებები რეკომენდაციების დაცვით მუშაობას განაგრძობენ და სავაჭრო ცენტრშიც დეზინფექციაც ჩატარდა.

ავტორი: აკო ქიქავა

banner
წინა სტატიაშიმარტვილის მერიის კიდევ ერთ თანამშომელს კორონავირუსი დაუდასტურდა
შემდეგი სტატიათავისუფალი და სამართლიანი არჩევნების უზრუნველყოფა, ერთადერთ რაციონალურ მიზნად მიმაჩნია