13.8 C
Tbilisi
სამშაბათი, მაისი 19, 2026
banner

მარტვილში არალეგალური სასაკლაო გამოავლინეს

სურსათის ეროვნული სააგენტოს სამეგრელოს დეპარტამენტის ინსპექტორებმა არაგეგმური სახელმწიფო კონტროლის ფარგლებში მარტვილში ღორების არალეგალური სასაკლაო გამოავლინეს.

ფიზიკური პირი ნ. პ. (მის: მარტვილი, სოფელი ბანძა) სავალდებულო აღიარებისა და ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრში რეგისტრაციის გარეშე საქმიანობდა. ობიექტზე დარღვეული იყო სურსათის უვნებლობის და ვეტერინარული ზედამხედველობის მოთხოვნები.

,,ბიზნესოპერატორი დაჯარიმდა და შეუჩერდა საქმიანობა. ვეტერინარული ზედამხედველობის გარეშე ცხოველის დაკვლა საფრთხეს უქმნის ადამიანის ჯანმრთელობასა და სიცოცხლეს, ზრდის ზოონოზური დაავადებების (ჯილეხი, ბრუცელოზი და სხვა) გავრცელებისა და მოწამვლის რისკებს. სააგენტო აფრთხილებს ფიზიკურ პირებს, არ დაკლან ცხოველი თვითნებურად, კუსტარულად მოწყობილ სასაკლაოზე”,- აცხადებენ სურსათის ეროვნულ სააგენტოში.

banner
წინა სტატიაშისურსათის ეროვნულმა სააგენტომ ბაღდათში ყველის არალეგალური საწარმო გამოავლინა
შემდეგი სტატიაფრაქცია „საქართველოსთვის“ „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსში“ დაგეგმილ ცვლილებებში რისკებს ხედავს