მარტვილში, ახლად რეაბილიტირებული მე-2 საჯარო სკოლა გაიხსნა

მარტვილის მუნიციპალიტეტში, აზა ადამიას სახელობის ახლად რეაბილიტირებული №2 საჯარო სკოლა გაიხსნა. მოსწავლეებმა სწავლა ახალ, თანამედროვე სტანდარტების მქონე სკოლის შენობაში განაახლეს.

სკოლის გახსნას სამეგრელო ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის მოვალეობის შემსრულებელი ნინო ვიბლიანი, მარტვილის მუნიციპალიტეტის მერი თორნიკე ჯანაშია, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე კობა დარჯანია, საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელი პაშა გულორდავა და მერიის და საკრებულოს ხელმძღვანელი პირები დაესწრნენ.

№2 საჯარო სკოლის სარეაბილიტაციო სამუშაოები საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის დაფინანსებით განხორციელდა. პროექტის ფარგლებში სკოლას სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდა. მოეწყო გათბობის სისტემა, ბიბლიოთეკა, ლაბორატორია, სპორტული დარბაზი, მინი სტადიონი. შენობა ადაპტირებულია სპეციალური საჭიროების მქონე პირებისათვის.

banner
წინა სტატიაშიპუტინმა საკუთარ ეროვნებათშორის ურთიერთობათა საბჭოში ქართული დიასპორის პრეზიდენტი, პუტინისტი ბიზნესმენი დავით ცეცხლაძე გააწევრიანა
შემდეგი სტატიასააკაშვილი: ის რომ 15-ში ივანიშვილი ზუგდიდში ჩადის და იმავე დღეს რუსები მოსკოვში კრებენ აფხაზებსა და ოსებს სრულიად არაა შემთხვევითი