მარტვილში 31 წლის ქალი კორონავირუსით გარდაიცვალა

მარტვილში 31 წლის ქალის გარდაცვალების მიზეზი სავარაუდოდ, კორონავირუსი გახდა. “თაიმერის” ინფორმაციით, 31 წლის თამარ კუპრავა სავარაუდოდ, კორონავირუსით გარდაიცვალა.  როგორც ცნობილი ხდება, პაციენტს თანმხლები დაავადებები ჰქონდა.

ინფორმაციას ,,თაიმერთან” საუბარში მარტვილის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელი როზა ჯანაშია ადასტურებს. გარდაცვლილს მცირეწლოვანი შვილი დარჩა.

საინფორმაციო სააგენტო “თაიმერი” უსამძიმრებს გარდავლილის ოჯახს.

ავტორი: აკო ქიქავა

banner
წინა სტატიაშინათია თურნავას კორონავირუსი დაუდასტურდა
შემდეგი სტატია“მელია გირაოს გადახდას და სამაჯურის გაკეთებას არ აპირებს”