მარტვილის საოლქო საარჩევნო კომისიასთან პოლიციაა მობილიზებული  

მარტვილის საოლქო საარჩევნო კომისიასთან პოლიციაა მობილიზებული – რამდენიმე წუთში კომისიამ საჩივრების განხილვა უნდა დაიწყოს. ადგილზე იმყოფებიან ასევე პარტია “საქართველოსთვის” წარმომადგენლები და მხარდამჭერები.

კომისია მარტვილის N25 საარჩევნო უბნის მისამართით დაფიქსირებულ იმ საჩივარს განიხილავს, რომლის მიხედვითაც საარჩევნო უბანზე არსებულ სამაგიდო სიაში არსებული ხელმოწერების რაოდენობა, ბიულეტენების რაოდენობაზე ნაკლებია.

 

banner
წინა სტატიაშითელავში, აღმაშენებლის გამზირზე სროლა იყო
შემდეგი სტატიასასამართლოში მეგის ქარდავას სასამართლო პროცესი მიმდინარეობს