მარტვილის საკრებულოს წევრმა “ქართული ოცნება” დატოვა და გახარიას გუნდს შეუერთდა

“პრობლემები ყოველთვის არის ოჯახშიც კი, რა თქმა უნდა, როდესაც პოლიტიკაში მიდიხარ ადამიანი, აცნობიერებ, რომ ყოველთვის ყველაფერი საუკეთესოდ და სრულყოფილად არ და ვერ იქნება, ეს ხომ აბსოლუტურად ნორმალურია, თუმცა არსებობს წითელი ხაზები, რომლის გადაკვეთას ვერ გადაწონის გაკეთებული კარგი საქმე. როდესაც ღალატობენ მთავარს, ღირსებას და ღირებულებებს, როდესაც იწყებენ უღირსი მეთოდების, სწორედ ისეთის, რომელსაც ერთად ვებრძოდით, გამოყენებას ყოფილი თანაგუნდელის მიმართ და კადრულობენ უკადრებელს, ეს აღარ არის მხოლოდ შეცდომა და პრობლემა…
ამიტომ, მივიღე გადაწყვეტილება დავტოვო „ქართული ოცნების“ უმრავლესობა და შევუერთდე გიორგი გახარიას გუნდს. გუნდს, რომელიც არ კარგავს ღირსებას, გუნდს, რომელიც დარწმუნებული ვარ, აუცილებლად დაასრულებს ამ რადიკალიზმს და მოახდენს ერის კონსოლიდაციას.

#ვერთიანდებითსაქართველოსთვის”-აცხადებს პარტია “ქართული ოცნების” ყოფილი წევრი გიორგი ხორავა.

საკრებულოდან გიორგი ხორავას გასვლის შემდეგ, „ქართულმა ოცნებამ“ მარტვილის საკრებულოში უმრავლესობას დაკარგა.

banner
წინა სტატიაშიშინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის განცხადება
შემდეგი სტატია„ჩვენ დავიცავთ და არ მივცემთ ხელისუფლებას არცერთი ადამიანის დაჩაგვრის შესაძლებლობას“