მარტვილის საკრებულოს თავმჯდომარე შეიძლება გადააყენონ

მარტვილში პოლიტიკური კრიზისია. ერთი კვირის წინ არჩეული საკრებულოს თავმჯდომარე შეიძლება თანამდებობიდან გადააყენონ.

“მარტვილის საკრებულოს თავმჯდომარემ ლევან სურმავამ თავად აღიარა, რომ მარტვილში პოლიტიკური კრიზისია. ყველაფერი შეიძლება მისი გადაყენებით დასრულდეს”, – ამბობს “თაიმერთან” საუბარში მარტვილის საკრებულოს წევრი “ნაციონალური მოძრაობიდან” გოჩა ჯიქია.

ჯიქიას თქმით, 8 დეკემბერს გამართულ სხდომაზე ვერც საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეები აირჩიეს და ვერც კომისიის თავმჯდომარეები.სხდომაზე არ გამოცხადდნენ ფრიდონ ინჯიას ევროპელი სოციალისტები.

“ეტყობა გაბუტულები არიან, ხელისუფლება დანაპირებს არ შეუსრულებდა”, – ამბობს ჯიქია.

მისი თქმით, პროცესები ისე მიდის, რომ ოპოზიცია მარტვილის საკრებულოს თავმჯდომარეს გადააყენებს.

banner
წინა სტატიაშიხერხეულიძე: ვერ ვხვდები რის მიღწევას ცდილობს ხელისუფლება, სააკაშვილს უგზავნის ადამიანებს რომლებსაც ის ბრალს სდებს წამებაში
შემდეგი სტატიაბექა ბასილაიას ინფორმაციით, მისი დაცვის ქვეშ მყოფისთვის 2 თვით სატელეფონო ზარის აკრძალვა არის იუსტიციის სამინისტროსა შურისძიება