მარტვილის საკრებულოს „ოცნების“ თავმჯდომარე ძმის ბედს გაიზირებს?

მარტვილის ფრაქცია ,,ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო“ თავმჯდომარე ლევან სურმავა თანამდებობას ტოვებს.
როგორც „თაიმერის“ წყარო აცხადებს, დილიდან ხალხმრავლობაა პარტიის რაიონულ ოფისთან.

შეგახსენებთ, რომ “თაიმერის” ექსკლუზიური ინფორმაციით, ლევან სურმავას ძმამ, მარტვილის მერის მოადგილე დავით სურმავამ თანამდებობა დატოვა, აღნიშნულ თანამდებობაზე ალექსანდრე ხურცილავა დაინიშნა.

„თაიმერის“ შეკითხვაზე „თავად მერი დატოვებს თუ არა თანამდებობას?“, გრიგალავამ ასეთი პასუხი გასცა: „დაბადებიდან ეს თანამდებობა არავის გამოგვყოლია. არაფერს არ გამოვრიცხავ, თუმცა ჯერჯერობით ვმუშაობ მერის თანამდებობაზე.

თაიმერი“ სურმავასთან დაკავშირებას ცდილობს, თუმცა მას ტელეფონი გამორთული აქვს.

banner
წინა სტატიაშიმარნეულის რაიონის სოფელ ალგეთის მოსახლეობას ინფრასტრუქტურული პრობლემები აწუხებს
შემდეგი სტატიამასშტაბური სპეცოპერაცია ბარსელონაში – საქართველოს დაკავებული 30 მოქალაქიდან სასამართლომ მხოლოდ ორი გაათავისუფლა