მარტვილის საკრებულოს ახალი წევრი ჰყავს

მარტვილის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რიგგარეშე სხდომა 15 მარტს შედგა. ამის შესახებ ინფორმაციას მარტვილის საკრებულოს ოფიციალური გვერდი ავრცელებს, სადაც ვკითხულობთ, რომ საკრებულოს წევრად გელა საკანდელიას უფლება მოსილება იქნა ცნობილი. შეგახსენებთ, რომ საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის გიორგი გახარიას მოულოდნელი გადადგომის შემდეგ მარტვილის მუნიციპალიტეტის საკრებულოში უმრავლესობის წევრმა ზურაბ ბიგვავამ სოლიდარობის ნიშნად მატვილის მუნიციპალიტეტის საკრებულო დატოვა, რის შემდეგაც საჭირო გახდა ახალი წევრით მისი ჩანაცვლება.

ავტორი:აკო ქიქავა

banner
წინა სტატიაშიღარიბაშვილი: პოლიტიკური ცხოვრება უნდა გაგრძელდეს პარლამენტში
შემდეგი სტატიაიენს სტოლტენბერგმა ირაკლი ღარიბაშვილს – მოგიწოდებთ, იმუშაოთ ოპოზიციასთან