24.8 C
Tbilisi
ოთხშაბათი, მაისი 20, 2026
banner

მარტვილის რაიონის სოფელ ბანძაში, ცოფის ვირუსის სალიკვიდაციო ღონისძიებები მიმდინარეობს

სურსათის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, ვეტერინარები მარტვილის რაიონის სოფელ ბანძაში, ცოფის ვირუსის ლიკვიდაციის მიზნით, სადეზინფექციო ღონისძიებებს ახორციელებენ.

კერძოდ, როგორც სურსათის ეროვნულ სააგენტოში აღნიშნავენ, ცოფის გავრცელების კერაში მიმდინარეობს ამთვისებელი ცხოველების ვაქცინაცია, ვეტერინარული ზედამხედველობა.

„საკარანტინო პერიოდში შეზღუდულია ცხოველთა გადაადგილება; დეზინფექცია უტარდება იმერეთის დეპარტამენტის ავტომობილებსაც, რომლითაც გადაიყვანეს ინფიცირებული ცხოველი.

ცნობისთვის, მიმდინარე წლის 14 აპრილს, ქუთაისის თავშესაფარში გადაყვანილ უპატრონო ძაღლს, რომელიც საეჭვო სტატუსით, იზოლირებულად, დაკვირვების ქვეშ იმყოფებოდა, ლაბორატორიულად ცოფი დაუდასტურდა (გამოცდის ოქმი #2465)- აღნიშნულია სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

banner
წინა სტატიაშიახალციხის სასამართლომ პირადი ცხოვრების საიდუმლოს უკანონოდ მოპოვების, გავრცელების და ადევნების ფაქტებზე ბრალდებულს, 5 წლით და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა
შემდეგი სტატიათბილისში, წერეთლის გამზირზე მომხდარი ავარიის შედეგად 2 ადამიანი დაშავდა