მარტვილის მუნიციპალიტეტში მუნიციპალური ტრანსპორტით გადაადგილება შეიზღუდა

მარტვილის მუნიციპალიტეტში მუნიციპალური ტრანსპორტით გადაადგილება შეიზღუდა, რამაც მოსახლების ნაწილის უკმაყოფილება გამოიწვია. მათივე თქმით,სოფლებიდან ქალაქის ცენტრამდე გადაადგილებას ვერ ახერხებენ.
,,დილის საათებში ჩვეულებრივად მოვედი აფთიაქი მჭირდებოდა, მაგრამ ახლა უკან ვეღარ ვახერხებ დაბრუნებას. მერიამაც ხომ უნდა გაითვალისწინოს, რომ ყველა ადამიანს არ ჰყავს ავტომობილი და ადამიანებს უნდა შეეძლოთ ქალაქის ცენტრამდე მისვლა” -აცხადებს ერთ-ერთი ადგილობრივი „თაიმერთან“ საუბარში. ცნობისთვის,მარტვილში მხოლოდ კერძო კომპანიის სამარშრუტო მანქანები მოძრაობენ და მუნიციპალური ავტობუსები ყველა სოფელში არ მიდის.

 

ავტორი: აკო ქიქავა

banner
წინა სტატიაშიჩხოროწყუში პოლიციამ იძულების წესით კარანტინში რამდენიმე პირი გადაიყვანა
შემდეგი სტატიათენგიზ ცერცვაძე: 2 პაციენტის მდგომარეობა მძიმეა, რამდენიმე ავადმყოფის კი პრობლემური