მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ თამაკონში სახლი დაიწვა. სახლში, დედა სამ მცირეწლოვან შვილთან და მეუღლესთან ერთად ცხოვრობდა. ოჯახი სოციალურად დაუცველია.
შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. ოჯახმა სახლის დატოვება დროულად შეძლო. ამ დროისთვის უცნობია, რა გახდა ხანძრის გამომწვევი ზუსტი მიზეზი.
ხანძარმა ყველაფერი გაანადგურა, რის გამოც ოჯახს საზოგადოების დახმარება სჭირდება.
ავტორი: აკო ქიქავა