მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ გაჭედილთან მომხდარ ავარიას ორი პირი ემსხვერპლა.
მძიმეა ერთი დაშვებულის მდგომარეობაც. არსებული ინფორმაციით, ავტომობილი მაღაზიას დაეჯახა.
აღნიშნული ინფორმაცია თაიმერს შსს-ში დაუდასტურეს. უწყებაში განმარტავენ, რომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.

















