მარტვილის მუნიციპალიტეტის მერიასთან სოფელ ნალეფსაოს მოსახლეობა შეიკრიბა (ვიდეო)

ამ წუთებში მარტვილის მუნიციპალიტეტის მერიასთან სოფ. ნალეფსაოდან მოსული მოქალაქეები იმყოფებიან. მათივე განცხადებით, მთავარი ხიდი, რომელიც ქალქს უკავშირდება, ამ დრომდე არ არის გაკეთებული.

https://youtu.be/WVJcpKyI0cc

 

როგორც ცნობილია, ხიდის მშენებლობის სამუშაოები 2020 წელს დაოწყო, თუმცა, მათივე თქმით, რამოდენიმე თვეა შეჩერებულია.

ადგილზე მისულ მოქალაქეებთან მოსალაპარაკებლად მარტვილის მერის პირველი მოადგილე, ალექსანდრე ხურცილავა და მარტვილის მერი, ალექსანდრე გრიგალავა გამოვიდნენ.

https://youtu.be/HPiMx1–I1Y

“თაიმერთან” მარტვილის მერის პირველმა მოადგილემ ამავე თემაზე კომენტარი გააკეთა, მისივე თქმით, სამუშაოების შეჩერება უამინდობამ გამოიწვია და უახლოეს დღეებში განახლდება, ხოლო მოსახლეობას სხვა ალტერნატიული შემოვლითი გზა აქვს, რათა ცენტრალურ ნაწილს დაუკავშირდნენ.

https://youtu.be/LyjRLFAJ1z4

 

ავტორი : აკო ქიქავა

 

banner
წინა სტატიაშიეს არის ძალიან ბევრ რამეზე დამოკიდებული – მელია მერობის კანდიდატობაზე
შემდეგი სტატიაგადაადგილებაზე შეზღუდვა შესაძლოა, მაისის ბოლოს შემსუბუქდეს