მარტვილის მოსახლეობა ხურმის ჩირის გაყიდვას ვერ ახერხებს

მარტვილის მუნიციპალიტეტში, წელიწადის ამ დროს, ხურმის ჩირი უამრავი ოჯახისთვის შემოსავალის წყაროს წარმოადგენს. მისი დამზადების პროცესი ოქტომბრის ბოლოს იწყება, რამეთუ რეალიზაციისთვის პროდუქტს სათანადო გაშრობა ესაჭიროება.
ამჟამად მარტვილელები ვერ ახერხებენ ხურმის ჩირის გაყიდვას, რადგან მყიდველი არ არის. ისინი ამ ფაქტს პანდემიის გამო ქვეყანაში დაწესებულ შეზღუდვებს უკავშირებენ.
,,თაიმერის” ჟურნალისტი იმყოფებოდა მარტვილის მუნიციპალიტეტის რამდენიმე სოფელში და ადგილობრივებს ესაუბრა:
,,ხურმის ჩირის მომზადება ოქტომბრის ბოლოს დავიწყეთ. ძალიან კარგად გაშრა, მაგრამ მყიდველი არავინ არის, არ ვიცით რა გავაკეთოთ და სად უნდა წავიღოთ ამდენი ჩირი?! საახალწლოდ ამის იმედად იყო ჩემი ოჯახი, მაგრამ ამ დრომდე არავინ მოსულა საკითხავადაც…“, – განაცხადა ერთ-ერთმა მარტვილის მკვიდრმა ჩვენთან საუბარში.
ხურმის ჩირის გაყიდვა მარტვილის მოსახელობის მხოლოდ მცირე ნაწილმა შესძლო და მისი ღირებულება 3 ლარამდეა. ამ დრომდე უცნობია თუ რა ბედი ელის იმათ, ვინც ჩირის გაყიდვა ვერ შესძლო. ადგილობრივები დახმარებას ითხოვენ.

აკო ქიქავა სპეციალურად “თაიმერისთვის”

 

 

 

banner
წინა სტატიაშითავდაცვის სამინისტროს კიბერუსაფრთხოების ბიურო აშშ-ის წამყვან კიბერუსაფრთხოების კომპანიასთან „ფაიარაი“ (Fireeye) თანამშრომლობს
შემდეგი სტატიაირაკლი ჩიქოვანი: „მინდა ხაზი გავუსვა პოლიციელების მაღალ პროფესიონალიზმს და თავდადებას, რომელიც ზუგდიდში ვიხილეთ“