მარტვილის მერიის თანამშრომელი კორონავირუსით გარდაიცვალა

მარტვილის მერიის თანამშრომელი კორონავირუსით გარდაიცვალა

,,თაიმერისთვის” ცნობილი გახდა, რომ გუშინ საღამოს მარტვილის მერიის თანამშრომელი 48 წლის ქალბატონი კორონავირუსით გარდაიცვალა.

როგორც მარტვილის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელი როზა ჯანაშია ,,თაიმერთან” საუბარში აცხადებს გარდაცვლილის მდგომარეობა ბოლო ერთი კვირის მანძილზე ძალიან მძიმე იყო და გუშინ საღამოს გარდაიცვალა.

ინფიცირებულები არიან გარდაცვლილი ქალბატონის ოჯახის წევრები, როგორც მარტვილის საზოგადოებრივ ჯანდაცვის ცენტრში გვითხრეს გარდაცვლილის მეუღლეც კლინიკაშია მოთავსებული.

მარტვილში კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობა 11-მდე გაიზარდა

ავტორი:აკო ქიქავა

banner
წინა სტატიაშიკორონავირუსის ახალი შემთხვევებიდან 1 615 თბილისში, 491 აჭარაში, 564 კი იმერეთში გამოვლინდა
შემდეგი სტატიასერგო ჩიხლაძე – ხელისუფლებისგან ჯერ მესამე რაუნდზე პასუხი არ გვაქვს