მარტვილის მერიის კიდევ ერთ თანამშომელს კორონავირუსი დაუდასტურდა

მარტვილის მერიის თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა, ის უკვე მარტვილის მერიაში მე-2 ინფიცირებულია. აღნიშნულ ინფორმაციას მარტვილის მერიის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურშიც ადასტურებენ.

,,თაიმერი” დაუკავშირდა მარტვილის საზოგადოებრივ ჯანდაცვის ცენტრს სადაც აცხადებენ, რომ მარტვილის მერია მთლიანად გადავიდა დისტანციური მუშაობის რეჟიმზე და მათ შესაბამისი რეკომენდაციები გასცეს, ასვე ჯანდაცვის ცენტრის ინფორმაციით მეორე ინფიცირებულიც საფინანსო განყოფილების თანამშრომელია.

ავტორი: აკო ქიქავა

banner
წინა სტატიაშიკორონავირუსის სტატისტიკა მსოფლიოში უარესდება; მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის ცნობით, ყოველ 17 წამში, ევროპაში, კორონავირუსისგან 1 ადამიანი კვდება
შემდეგი სტატიამარტვილში ბიზნეს ცენტრ ,, ემ ბი სი” ს ხუთ თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა