მარტვილის მერიამ ბაზარი, რომლის მოწყობაზეც 118 459 ლარი დაიხარჯა, კერძო პირს მიაქირავა

მარტვილში აგრარული ბაზარი დაიხურა. მართალია, ოფიციალურად არ დასტურდება, მაგრამ „თაიმერის“ ინფორმაციით, მერიამ ტერიტორია კერძო პირს მიაქირავა.

შეგახსენებთ, რომ მარტვილის მუნიციპალიტეტის მერიამ ქალაქის ცენტრალურ ნაწილში აგრარული ბაზარი 2021 წელს გახსნა, რომლის მოწყობაზეც 118 459 ლარი დაიხარჯა. პროექტი გაეროს განვითარების პროგრამის ფარგლებში, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროსთან თანამშრომლობით და შვეიცარიისა და ავსტრიის მთავრობების ხელშეწყობით, ადგილობრივი მუნიციპალიტეტის დაფინანსებით განხორციელდა.

როგროც აგრარულ ბაზარში დასაქმებულები ამბობენ, ბაზარში მომხმარებელები არ შედიოდნენ და ტერიტორია თავინთი სურვილით ამიტომ დატოვეს.

ამასთან, მოვაჭრეები ამბობენ, რომ ბაზრის ინფრასტრუქტურა სრულყოფილად არ იყო გამამართული.

ავტორი: აკო ქიქავა

banner
წინა სტატიაში„ვაგნერის“ ერთ-ერთი მეთაურის ცნობით, უკრაინის წინააღმდეგ ომში 22 ათასი მებრძოლია მოკლული
შემდეგი სტატიათიბისის მხარდაჭერით ტექნოლოგიური პროექტ DATA BOOTCAMP-ი გაიმართა