მარტვილის მერი თანამდებობას ტოვებს – რას ამბობს ჩინოვნიკი

დავით სურმავა

მარტვილის მერიაში თანამდებობებს ტოვებენ.

თაიმერის” ექსკლუზიური ინფორმაციით, მარტვილის მერის მოადგილემ დავით სურმავამ თანამდებობა დატოვა, აღნიშნულ თანამდებობაზე კი ალექსანდრე ხურცილავა დაინიშნა. ინფორმაცია „თაიმერს“ მარტვილის მერმა ალექსნადრე გრიგალავამ დაუდასტურა.

„თაიმერის“ შეკითხვაზე „თავად მერი დატოვებს თუ არა თანამდებობას?“, გრიგალავამ ასეთი პასუხი გასცა: „დაბადებიდან ეს თანამდებობა არავის გამოგვყოლია. არაფერს არ გამოვრიცხავ, თუმცა ჯერჯერობით ვმუშაობ მერის თანამდებობაზე.

„თაიმერის“ ინფორმაციით, მარტვილის მერი ალექსანდრე გრიგალავა უახლოეს პერიოდში თანამდებობას დატოვებს. გავრცელებული ინფორმაციით, მარტვილის მერს ამ დრომდე ქალაქ თბილისის მერი  კახი კალაძე ლობირებს.

 

 

 

ავტორი: ბერდია კალანდია

“თაიმერი”

 

 

banner
წინა სტატიაშიდავით ზალკალიანი აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილეს შეხვდა
შემდეგი სტატიახიბულაში ზვიად გამსახურდიას მემორიალური სახლის რეკონსტრუქცია დაიწყო (ფოტო)