მარტვილის მე-2 საბავშვო ბაღში 16 აღსაზრდელი მოიწამლა-

 მარტვილში, მე-2 საბავშვო ბაღში  სხვადასხვა ჯგუფის 16აღსაზრდელი მოიწამლა-ამის შესახებ მარტვილიდან ,,თაიმერის” ჟურნალისტი აკო ქიქავა იუწყება. მისივე ინფორმაციით, ამ დროისათვის ბავშვები საავადმყოფოში არიან გადაყვანილი და შესაბამისი გამოკვლევები უტარდებათ . ჯერ-ჯერობით უცნობია მიზეზი, თუ რა გახდა 16 ბაღის მოსწავლის მოწამვლის მიზეზი. მომხდარს შინაგან საქმეთა სამინისტრო იძიებს. 

მოწამლული აღსაზრდელები სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორმა, ალექსანდრე მოწერელიამ  მოინახულა. 

მისი ინფორმაციით, ბავშვების მდგომარეობა უკეთესია და  მიზეზების დასადგენად  მოკვლევა მიმდინარეობს . 

,, ბავშვების მდგომარეობა უკეთესია,  მიზეზების დასადგენად  მიმდინარეობს მოკლვლევა,  ჩართულია სურსათის უვნებლობა და მობილიზებული მედპერსონალი. მიზეზების დადგენა დროულად მოხდება და  შესაბამისად იქნება რეაგირებაც”-განაცხადა მოწერელიამ.

banner
წინა სტატიაში,,მთავარი ჯვრებზე მოწყობილი სპეციალური ბრიფინგები არ არის… ისინი მსუბუქ სევდას თუ მოჰგვრის კაცს”-ნუგზარ წიკლაური
შემდეგი სტატიაწყალტუბოში მე-9 სართულიდან ახალგაზრდა ბიჭი გადმოხტა