მარტვილის მამათა მონასტრის კელიაში გაჩენილი ხანძარი ლოკალიზებულია (ვიდეო)

მარტვილის მამათა მონასტერში ხანძარი გაჩნდა. ცეცხლი მონასტერთან მდებარე კელიას მოედო. მთლიანად დამწვარია მეორე სართული. სასულიერო პირების საცხოვრებელი ხისგან იყო დამზადებული. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, დამწვარია 200 მ² ფართობი.

ხანძრის გაჩენის დროს კელიებში ბერები არ იმყოფებოდნენ. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.

ამ დროისთვის მარტვილის მამათა მონასტრის კელიაში გაჩენილი ხანძარი ლოკალიზებულია.

აკო ქოიავა სპეციალურიად “თაიმერისთვის”.

 

https://youtu.be/PrusE770mC0

 

banner
წინა სტატიაშიბათუმში წიგნების მაღაზია „ბიბლუსი“ გაქურდეს
შემდეგი სტატიაეკა ბესელია – საგამოძიებო ორგანოებისთვის ერთთვიანი ვადა მაქვს მიცემული, შემდეგ ყველაფერს სახელს დავარქმევ