მარტვილის კანიონზე გუშინ დაანონსებული საპროტესტო აქცია გაიმართა

მარტვილის კანიონზე გუშინ დაანონსებული საპროტესტო აქცია გაიმართა

მარტვილის კანიონზე გუშინ დაანონსებული საპროტესტო აქცია გაიმართამარტვილის კანიონზე გუშინ დაანონსებული საპროტესტო აქცია გაიმართა.აქციის ორგანიზატორები – არასამთავრობოთა კოალიცია და ადგიბრივები იმას აპროტესტებენ, რომ შპს „ოფუცხოე“-ს, რომელიც სპეციალურად მენავეებისგან შექმნა, მუშაობის საშუალება არ ეძლევა.
აქციის მონაწილეები გარემოს დაცვის სააგენტოსაგან პასუხს ითხოვენ, შპს “ოფუცხოეს” კანიონზე მუშაობის საშუალება მიეცემა თუ არა. ადგილობრივები აცხადებენ, რომ თუკი შეკითხვაზე პასუხს ვერ მიიღებენ, აქციებს უკვე თბილისში, გარემოს დაცვის სამინისტროსთან გამართავენ.
აქციის მონაწილეებს მარტვილის გამგებელი ალექსანდრე გრიგალავა შეხვდა, თუმცა მისგან პასუხი ვერ მიიღეს.
შეგახსენებთ: მარტვილის რაიონის მოსახლეობას კანიონში ტურისტების ნავებით გადაადგილების უფლება ჩამოართვეს, რაც მოსახლეობისათვის შემოსავლის ერთ-ერთ წყაროს წარმოადგენდა.

banner
წინა სტატიაში“დარწმუნებული ვარ საქართველოს მთავრობა საკითხის დამოუკიდებელ გამოძიებას განახორციელებს”
შემდეგი სტატიამედია ეგვიპტის ავიახაზების კუთვნილი თვითმფრინავის კატასტროფის ადგილს ასახელებს